უწყვეტი სამედიცინო განათლება -
2024 წელი.
ძვირფასო კოლეგებო!
განცხადება!
გაცნობებთ რომ 2021 წ 1 მარტიდან ყველა ჩამოთვლილი უწყვეტი სამედიცინო განათლიბის (უსგ) მოკლევადიანი ტრენინგები უბრუნდება დასწრებულ სწავლებას!
საბუთების მიღება და წარმოებს ელექტრონულდად. მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ თთსუ -ს
უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსს აკაკი ბარკალაიას
ტელ 593327238
მოთხოვნები - gogaorgge@gmail.com ; ტელ/ფაქსი 269 60 34 ;
ასოციაციის მოქმედი წევრები სარგებლობენ 20% პასდაკლებით
გაწევრიანება : ელეკტრონული პოსტით გამოაგზავნეთ - გვარი, სახელი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, გადახთის ქვითარი
Liberty Bank GE20LB0111113819297001
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაცია
მიუთითეთ - გვარი, სახელი, ტელეფონი
დანიშნულება - 2023 წლის საწევრო გადასახადი ( 50 ₾)
1 . მანუალრი ვაკუუმ ასპირაცია და მედიკამტური აბორი -12 ქულა
2 დღიანი თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი მანუალური ვაკუუმ ასპირაციაზე , რომელიც არის ალტერნატიული მეთოდი საშვილოსნოს შიგთავსის ევაკუაციისთვის. ხორციელდება მექანიკური ვაკუუმის შპრიცის გამოყენებით, როგორც წესი, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. MWA პროცედურა ხელმისაწვდომია, არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას და ეკონომიკურად მომგებიანია გარდა ამისა, ეს კურსი მოიცავს აღჭურვილობაა,ადგილობრივ ანალგეზიას და სხვა მოთხოვნებს საშვილოსნოს ქირურგიული ევაკუაცის დროს ამბულატორიული გარემოში. განოხილება მედიკამენტური აბორტი ახალი რეკომენაციები. - ვადები, დოზირება, გრთულება, კონტრაცეპცია
2. ნაყოფის კარდიომონიტორინგი -12 ქულა
ეს კურსი მიზნად ისახავს ნაყოფის მონიტორინგს მშობიარობის დროს რათა, უზრუნველყოს ნაყოფის უსაფთთხოება . მსმენელი გაიგებს და დაეფლება თანამედროვე კარდიომონიტორინგის მეთოდებს, ჩანაწერის სწორ ინტერპრეტაციას და სათანადო მოქმედებებს ნაყოფის გულისცემის ფიზიოლოგიის გათვალისწინებით. ამ კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შესძლებს თავიდან აცილოს ნაყოფის ჰიპოქსიასთან დაკავშირებული ყველა სარჩელის რომელიც კარდიოტომონიტორინგის არასწორ ინტერპრეტაციასთან არის დაკავშირებული. პროგრამა აგებულია დიდი ბრიტანეთის სამეო კოლეჯის კურსზე.
3. ფანტომური კურსი -მაშების და ვაკუუმ - ექსტრაკტორის გამოყენება -12 ქულა
კურსის მიზანია პრაქტიკული და თეორიული სწავლება ყველა სახის ოპერაციული მშობიარობის მეთოდებზე , ასევე განიხილება საკეისრო კვეთის წარმოება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნის დროს. გაეცნობიან როტაციული მაშების (კილანდის) და მანუალური როტაციის მეთოდებზე ძირითადი დრო ეთმობა ფანტომზე ვარჟიშს მაშების და ვაკუუმის გამოყენების ტექნიკით . მსმენელები დაეუფლებიანკ უსრის მენჯში თავის დგომის სხვა და სხვა კლასიფიკაციას.
4. მშობიარობის შემდგომი სისხლისდენა - პროფილაქტიკა და მკურნალობა -12 ქულა
ტრენინგი სადაც მსმენელები გაეცნობიან უახლესი მეთოდების გამოყენებას მასიური სამეანო სისხლისდენის დროს და ცნობილი ექსპერტების რჩევები გაიზიარონ საშვილოსნოს შემანარჩუნებელი ნაკერების, ბალონური ტამპონადის და ტრანექსამურის მჟავის გამოყენების შესახებ, აგრეთვე ქირურგიული მეთოდების მკურნალობის სხვა და სხვა მეთოდებს
5.ანტენატალური მეთვალყურეობა - ნაყოფის ზრდის შეფერხეაბა -12 ქულა
სემინარი უზრუნველყობს განახლებული მონაცემების განხილვას ახალი ანტენატალური რეკომენდაციების მართვის დროს; რა გამოკვლევები და რჩევები უნდა მიიღოს ორსულმა ყოველ კონტაქტის დროს, , მათ შორის რჩევები ოპტიმალური კვების, ფიზიკური აქტივობის, თამბაქოს მოხმარების, ვაქცინაციის , დროს. განსაკუტრებული ყურადღება ენიჭება ნაყოფის ზრდის ჩამორჩენის დროულ დიაგნოსტიკას და მშობიარობის დროს შერჩევას/
6.არასაჭირო საკეისრო კვეთის შემცირების გზები (რობსონის კლასიფიკაცია) -12 ქულა
მსმენელი მიიღებს ახალ ინფორმაცია საკეისრო კვეთის გამომწვევ მიზეზებზე როგორც საქართველოში აგრეთვე ევროპის რეგიონში ; გაიგებს რობსონის კლასიფიცაციის გამოყენების აუცილებლოზე საკეისრო კვეთების აუდიტის ჩასატარებლად ; გაეცნობა ჯანმოს ახალი რეცომენდაციები მშობიარობის მართვის პრონციპებზე პირველადი საკეისრო კვეთის შემცირების მიზნით ; ჯდომის წინმდებარეობის დროს საკეისრო კვეთის აცილების გზებს ; გაივლის ფანტომზე ჯდომის მიღების ტექნიქას და ხელდახმარებს ; განიხილავს არა კლინიკურ ჩარევების არასაჭირო საკეისრო კვეთების შემცირების მიზნით .
7.მტკიცებითი მედიცინის გამოყენება მეანობა გინეკოლოგიაში -12 ქულა
მტკიცებითი მედიცინის პრინციპების გარეშე დღეს შეუძლებელია თანამედროვე დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდების გამოყენება. მსმენელს მიეცემა საშუალება გაერკვეს სად უნდა მოძებნოს პასუხი დაავადების თუ მკურნალობის სხვა და სხვა საკითხებძე, გაერკვეს ელეკტრონული საინფორმაციო მრავალფეროვნებაში, გაიგოს გაიდლინების შექმნის პრინციპები, მომზადებული შეხვდეს მკურნალობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მეანობასა და გინეკოლოგგიაში . კურსის დროს გაიგებს სხვა და სხვა კვლევის დიზაინის თავისებურებეს და როგორ შეაფასოს სამედიცინო სტატიების სანდოობაა საკუთარ საქმიანობაში გამოსასაყენებლად
8.ადრეული ვადის ორსულობა და გადაუდედებელი გინეკოლოგია -12 ქულა
მსმენელი დაეუფლება ; ადრეული ორსულობის და გადაუდებელი დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას და მართვას ; მწვავე მუცლის დროს დიფფერენციარულ დიაგნოზის გატარებას; ადდრეული ორსულობისა და გადაუდებელი გინეკოლოგიის სფეროში კვლევების დანიშვნას და მის დასაბუთებას; მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებას კლინიკუირ სურათის მიხედვით ადრეული და გვიანი აბორტის და მწვავე მუცლის დროს; ორსულობისა და გადაუდებელი გინეკოლოგიური პრობლემების მქონე ქალებისა შემდგომ დაკვირვებას
9.ექსტრაგენიტალური დაავადებები და ორსულობა - 12 ქულა
კურსი აგებულია ძირითადი ექსტრაგენიტალური დაავადებების გამოვლენეაზე და მკურნალობაზე ორსულობის და მშობიარობის დროს . განიხილება გულ სისხლ ძარღვთა, ფარისებურბი, შემაერთებელი ქსოვილების, ღვიძლის, თირკმლის მჭვავე და ქრონიკული დაავადებეი და მათი მართვა ორსულობის გათვალისწინებით .
10. სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის ამაღლება - კლინიკური აუდიტი - 10 ქულა
ხარისხის ამაღლების ამოცენა არის პრიორიტეტული საქართველოს ჟანდაცვის სიტემისათვსის. ამაზე მეთყველებს მრავალრიცხოვანი კვლებები, რომელიც ხაზს უსმევენ სამედიცინო მომსახურეობის დაბალ ხარისხს ყველა სპეციალობებში.
მსმენელი დაეფლება შემდეგ საკითხებს
1. რა არის კლინიკური აუდიტი
2. როგორ უნდა ჩატარდეს კლინიკური უადიტი
3. როგორ აირჩიოთ თემა კლინიკუირი აუდიტის
4. როგორ უნდა მოხსენდეს კლინიკური აუდიტის შედეგები
11.პესარიების გამოყენება მეანობა გინეკოლოგიაში -12 ქულა
ვაგინალური პესარიები მნიშვნელოვანი კომპონენტია გინეკოლოგის არსენალში. ეს არის დაბალი რისკის მქონე, ეფექტური, არაქირურგიული მკურნალობის ვარიანტი პროლაპსის და შარდის შეუკავლობის დროს და ოპერაციული ჩარევის ალტერნატივას წარმოადგენს და შესაძლებელია პესარიების წარმატებით გამოყენება მიუხედავად პროლაფსის სიმძიმისა. სპეციალური არაბინის პესარიები წარმატებით გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკისათვის. მსმენელი დაეუფლება პესარიების შერჩევის და ჩადგმის ტექნიკას
12. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ( ოჯახის დაგეგმარება) -12 ქულა
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელი გააღრმავებს ცოდნას ჯანმოს სტრატეგიაზე სექსუალური და რეპროდუწციული ჟანმრთელობის მიმართებაში, ოჯახის დადეგმარებაზე, მედიკამენტურ და ვაკუუმ ასპირაციის მეთოდებზე აბორტის წარმოებგის დროს და სხვა